გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:ნინო ფირცხალავა
01022002098
საგანი:ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:IV_ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:20 აქედან 1 სსსმმოსწავლე
დრო:45წთ.
გაკვეთილის თემა:Changes in nature (Life cycle of
a butterfly)ცვლილებები ბუნებაში(პეპლის სასიცოცხლო ციკლი)
გაკვეთილის მიზანი:გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ
ილუსტრირებული ტექსტის გაგებას .მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლებენ ტექსტის
შინაარსიდან გამომდინარე შეკითხვების და პასუხების დაკავშირებას.
გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლისთვის:კითხვის და ზეპირი
მეტყველების განვითარება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
გამოყენებული
რესურსი
|
დრო (წთ)
|
1
|
I ფაზა
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს მოსამზადებელი ფაზით.
ამ ფაზაში მოსწავლეებს გააცნობს
გაკვეთილის თემასchanges in nature. განუმარტავს
მიზანს.გამოაკრავს წინასწარ ფლირჩარტზე გამზადებულ
საორგანიზაციო სქემას what I know, what I want to
know,what I learned (რა ვიცი,რა
მინდა ვიცოდე,რა ვისწავლე)
მასწავლებელი მისცემს მათ ინსტრუქციას წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე( სულ 3 ფურცელი) გასცენ პასუხი, პირველ ორ სვეტში მოცემულ შეკითხვებს what
I know (რა ვიცი) და what I want
to know (რამინდა ვიცოდე),შემდეგ გამოვიდნენ დაფასთან ,წაიკითხონ პასუხი და
მიაკრან შესაბამის სვეტზე .მოსწავლეები გასცემენ მოცემულ
შეკითხვებს პასუხს დაწერენ წინასწარ მიცემულ ფურცლებზე, გამოვლენ დაფასთან, წაიკითხავენ და მიაკრავენ დაფაზე გამოკრული
ცხრილის ორივე სვეტში ,შემდეგ მასწავლებელი
აჩვენებს მათ ანიმაციურ ვიდეორგოლს Life cycle
ofabufferly (პეპლის სასიცოცხლო ციკლი)THE VIDEO:https://www.youtube.com/watch?v=O1S8WzwLPlM
ვიდეორგოლში ხმასთან ერთად
ტექსტი ტიტრებითაცაა მოცემული სადაც
ახალი ლექსიკური მასალა ახალი სიტყვები(pupa,seed,butterfly,caterpillar,worm,leaf)
სხვადასხვა ფერითაა მოცემული.ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი ათამაშებს
მოსწავლეებს თამაშს „გაელვება“.მასწავლებელი მოსწავლეებს სწრაფად აჩვენებს ფურცლებზე
დაწერილ სიტყვებს butterfly,worm,pupa,seed,caterpillar, leaf. მოსწავლეები გამოიცნობენ ნაჩვენებ სიტყვებს
და ამბობენ მას.
|
ანიმაციური ვიდეოს ჩვენება საორგანიზაციო სქემა what I
know, what I want to know,what I
learned (რა ვიცი,რა მინდა ვიცოდე,რა ვისწავლე)
|
საკლასო
|
ფლიფჩართი, პროექტორი,ანიმაციური
ვიდეორგოლი, ,თაბახის ფურცლებზე ფერადად
დაწერილი სიტყვები. მისაწებებელი პატარა ფურცლები .
|
12წთ
|
2
|
II
ფაზა.სიღრმისეული წვდომის ფაზაზე მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს ინსტრუქციას გადაშალონ
წიგნი გვ.73.წაიკითხონ და გადათარგმნონ ტექსტი changes in nature (ცვლილებები ბუნებაში).მოსწავლეებს
გამოიძახებს ჩხირების საშუალებით.გამოძახებული მოსწავლე კითხულობს და თარგმნის ტექსტს
ინგლისურიდან ქართულად (დაახლოებით10 მოსწავლე).მასწავლებელი ეხმარება მათ საჭიროების შემთხვევაში.სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი
წააკითხებს სიტყვასbutterfly.დაეხმარება მას სიტყვის სწორად გამოთქმაში.შემდეგ ეტაპზე
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს 4 ჯგუფად.შემთხვევითობის პრინციპით,გათვლით
1,2,3,4.თითოეულ ჯგუფს დაურიგებს ტექსტთან
დაკავშირებულ 7 შეკითხვასQuestions:1.What is under the leaf?
2. What does the
egg look like?
3.
Something is eating theleaf.What does it look like?
4.What is really
eating the leaf?
5.What does the
caterpillar change into?
6.What does
thepupa look like? 7.What will the pupa become?და პასუხებსanswers:
a.It is an egg of butterfly.
b.It looks like a seed.
c. It looks like a worm.
d.It is a caterpillar.
e.It changes into a pupa.
f.It looks like a leaf.
g.It
will become a butterfly. მასწავლებელი
მისცემს მოსწავლეებს ინსტრუქციას დააწყვილონ შეკითხვები შესაბამის პასუხებთან.მიუთითებს
მათ იმუშაონ ჯგუფურად.სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი
მისცემს ფაზლს პეპელას და სთხოვს მას შეეცადოს
მისი აწყობა.ფაზლის სწორად აწყობის შემთხვევაშიმასზე
დაწერილი იქნება სიტყვა
butterfly.დასახმარებლად მასწავლებელი მას მისცემს თაბახის ფურცელზე
დაწერილ სიტყვაbutterfly
-ის .შემდეგ მასწავლებელი გამოაკრავს სწორად დაწყვილებულ კითხვა -პასუხს წინასწარ
გამზადებული ფლიფჩარტის მეშვეობით.ისევ ჩხირებით გამოიძახებს მოსწავლეებს და წააკითხებს
თავიანთ ნამუშევარს.მოსწავლეები წაიკითხავენ დაკავშირებულ კითხვა -პასუხს და შეამოწმებენ მის სისწორეს ფლიფ ჩართზე მოცემული
სწორი პასუხების საშუალებით.სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აჩვენებს უკვე აწყობილი
პეპლის ფაზლის ნიმუშს.სსსმ მოსწავლე ადარებს
თავის ნამუშევარს მოცემულ ნიმუშს.
|
ხმამაღლა კითხვა.თარგმნა.
კითხვა-პასუხის შესაბამისობა.
|
ჯგუფური,საკლასო
|
ფლიფჩართი, გამოჭრილი ფურცლები
რომლებზეც დაწერილია კითხვები და ფურცლები რომლებზეც დაწერილია პასუხები .გამოსაძახებელი
ჩხირები.წიგნი.
|
25წთ
|
3
|
III ფაზა.
შემაჯამებელ ფაზაში.მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წინასწარ power
point-ში მოზადებულ პრეზენტაციას პეპლის
ცხოვრების ციკლის შესახებ,შესწავლილი მასალის შესაჯამებლად.შემდეგ მასწავლებელი ისევ
გამოაკრავს წინასწარ გამზადებულ საორგანიზაციო
ცხრილს what I know, what I want to know,what
I learned (რა ვიცი,რა მინდა ვიცოდე,რა ვისწავლე)
მასწავლებელი მისცემს მათ ინსტრუქციას
წინასწარ მიცემულ ბოლო ფურცელზე დაწერონ პასუხი მოცემული ცხრილის მესამე სვეტის კითხვაზე
what I learned(რა ვისწავლე).მოსწავლეები
დაწერენ ამ კითხვაზე პასუხს ,შემდეგ მასწავლებელი გამოიყვანს მოსწავლეებს დაფასთან,ისინი წაიკითხავენ თავიანთ დაწერილს
და მიაკრავენ ფურცელს ფლიფჩართზე შესაბამის სვეტში.სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი სთხოვს
გაიხსენოს როგორ არის სიტყვა პეპელა ინგლისურად.სსსმ
მოსწავლე პასუხობს მას შეძლებისდაგვარად.შემდეგ მასწავლებელი შეაფასებს გაკვეთილის
მსვლელობისას მოსწავლეების ნამუშევარს შეფასების რუბრიკის მეშვეობით.მისცემს მათ
სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას.მადლობას გადაუხდის მათ გაწეული შრომისთვის.ბოლოს
მასწავლებელი მისცემს მოსწავლეებს საშინაო დავალებას,დახატონ ან მოიძიონ ნახატები
რომელიმე ცხოველის,მცენარის ან ფრინველის სასიცოცხლო ციკლის მიმდინარეობის შესახებ.ნახატებთან
ერთად შერჩეული ცხოველს ,მცენარის თუ ფრინველის სიცოცხლის ციკლის ეტაპები აღწერონ
3-4 წინადადებით . მასწავლებელი აჩვენებს მათ დავალების ნიმუშს
მსგავსი შინაარსის პოსტერით.სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი მისცემს დავალებას შეძლებისდაგვარად დახატოს განვლილი თემის გმირი
პეპელა.და დაწეროს სიტყვა პეპელა ინგლისურად(butterfly)სურათზე.
|
საორგანიზაციო სქემა what
I know, what I want to
know,what I learned (რა ვიცი,რა
მინდა ვიცოდე,რა ვისწავლე)
|
საკლასო
|
საორგანიზაციო სქემა ფლიფჩართზე,პოსტერი. მისაწებებელი პატარა ფურცლები.
|
8წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი:უცხ.დ.I.6. მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
უცხ.დ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს
მარტივი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.IV.5. მოსწავლესშეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება
და მათში ინფორმაციის მოძიება.
უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს
ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შეფასება:შეფასების
რუბრიკა(იხილეთ დანართის სახით),განმავითარებელი შეფასება.
No comments:
Post a Comment